"მანჩესტერი" მასში 100 მილიონს იხდიდა, ბებიას ნამცხვრისთვის გოლები გაჰქონდა, ფულზე არ გაიყიდა - იტალიელის ისტორია

AutoSharing Option
"ბელოტი გარდასულ წელთა დიდ სპორტსმენებს მაგონებს: არ უყვარს სელფი, მინდორზე გორაობა და არც სიგარეტს აბოლებს. გავიცანი მისი ორივე მშობელი, ხალხი ზნეობრივი, უბრალო, მშრომელი. ისინი არ ჰგვანან ჩვენს მახინჯ წევრებს, გაქნილებსა და ანგარებიან გაიძვერებს. ანდრეას დევიზია: "მოითმინო, აიტანო, რათა ბევრი გაიტანო!" - ამბობდა ბელოტიზე სინიშა მიხაილოვიჩი.


Sportall.Ge


თავდამსხმელი, დაბადებული წყნარ კალჩინატში, იზრდებოდა "ალბინოლეფეს" ინტერნატში, ისეთსავე პირობებში, როგორც ფლოტი საშიშ ზღვაში. სახელი ბაბუასაც ანდრეა ერქვაო, რომლის "კუმირებიც" იყვნენ პელე და ტოსტაო. მაგრამ გარდაიცვალა ადრე მეტადრე, 6 თვით ადრე ანდრეას დაბადებამდე. პატარა ბელოტის არ
სცმია ნაირნაირი, მაგრამ გოლის სანაცვლოდ ტკბილეულს აძლევდა ბებო მარია და ანდრეას ნამცხვრის სურვილით სულ უფრო მეტი გაუტანია.


სხვათა შორის, იგივე კალჩინატეში უფრო ადრე დაბადებულა პიეტრო ვერხოვოდი, ჩემპიონატში 800 მატჩი ჩაუტარებია, 100 როდი. ნიჭიერი პიეტრო არ ყოფილა ხულიგანი, თუმცა უთხრეს, სხვა დონეაო შენთვის "მილანი". ანდრეას, პიეტროს მსგავსად, მიუგეს: "მადლობა, ნახვამდის", ტალანტი მისი აიგდეს, არც მიაცილეს კარამდის. ეს არ იყო მილანური კლუბი ანდა კიდევ სხვათა. დამწუნებლად მოევლინა ბაბუს საყვარელი "ატალანტა". რაღა უნდა ქნა კადეტის ასაკში, როცა ვერ ჰყვები უფროსებს თამაშში? ახალგაზრდა ანდრეა არ ამხტარა და არც დახტა, მიდგა-მოდგა, შეწუხდა და სწორი გუნდიც გამონახა.


Sportall.Ge


"ალბინოლეფეში"კი ჩაირიცხა, საკმარისი აღმოჩნდა მამის 10-წუთიანი მისია. მაგრამ მშობელი ანდრეას მოშვების საშუალებას არ აძლევდა, უყვიროდა, აბრაზებდა, თანაც მუდამ კუდში სდევდა. ბელოტის მამა საცეკვაოდაც არ უშვებდა, სახლში კეტავდა, როგორც ბატონი. ხომ გესმით, კაცი იყო მეტად კონსერვატორი. მოგვიანებით ანდრეამ გაიხსენა, რომ ტიროდა, იტანჯებოდა, განიცდიდა, მაგრამ ამ დროსაც მამის სიტყვები გახსენებია: "თუ სასიკვდილოდ არ დაიღალე, ჩათვალე, სულაც არ გირბენია!"


ანდრეას პორტრეტში სხვა შტრიხებიც არის. როცა მამა სტამბაში ოჯახისთვის ფულს შოულობდა, დედა უვლიდა, თავს ევლებოდა, პერანგებზე ღილს უკერებდა. სხვათა შორის, ფეხბურთელობა ანდრეას ძმასაც უნდოდა, მაგრამ შიშობდა, რომ ცნობილი ვერ გახდებოდა, გზა ძმას დაუთმო და გვერდით გადგა, შეფ-მზარეული კი - ბრწყინვალე დადგა. ანდრეა კი საფეხბურთო ლატარეაში გასამარჯვებლად თავს არ ზოგავდა, რათა მშობლები მძიმე სამუშაოსაგან ეხსნა. ასეთ ქცევას ბელოტი თავის "კუმირს" დაესესხა.


Sportall.Ge


სრულიად მოულოდნელად, ახალგაზრდა ანდრეამ კედელი პლაკატით მორთო, პლაკატზე კი იყო (ვერც მე გამოვიცანი) შევჩენკო, არა ვიერი და არც ზიდანი. როცა "სან სიროზე" იხილა გმირი უკრაინის, თვითონაც გადაწყვიტა გამხდარიყო ბომბარდირი, მაგრამ უთხრეს, თურმე გუნდშიც სხვა ჯობდა, დიდებაც თითქოს სწრაფად დაშორდა. კლუბიდან მისი გაგდებაც კი უნდოდათ, ურცხვნი ტოვებდნენ უგზოდაც, თუმცა იბრძოლა და არ დანებდა, პირველ მატჩშივე გოლი გაჭედა.


სადებიუტო სტრესმა ხელი ვერ შეუშალა, ისე ითამაშა, როგორც ავტოპილოტით - მაღალი ბურთი კარში თავით გადაგზავნა - ასეთი იყო პირველი გოლი ბელოტის. თამაშის მერე უცნაურად მოიქცა: კლუბზე, რესტორანზე უარი თქვა, ადგა და ბებოსთან სახლში გაიქცა. ბებო კი ისევ სთავაზობს: "ნამცხვარი გოლის სანაცვლოდ!" "სენიორა! ასე კაირო, პრეზიდენტი "ტორინოს", მადლობას უხდის მარიას: "ანდრეას ბომბარდირობა თქვენი პრემიის ბრალია!"


Sportall.Ge


მაგარი იყო ანდრეას ბავშვობის მეგობარიც. თამაშობდნენ ძმაკაცურად. ერქვა იური გალო. გაჰქონდა ესთეტიკურად, კარიერა კი გამოუვიდა უბრალო. იურიმ ანდრეას გაკვეთილი ჩაუტარა, თავად კი ნიჭი ლამაზ წყაროს გაატანა. ნამდვილი კოშმარი, თუმცა ცოტა ხნის წინ გახსნა ბარი. იქ სტუმრებს უყვება, როგორც აღმოჩნდა მილანის "ინტერში", იქიდან კიდევ თითქმის ციხეში; როგორ გაფანტა ტალანტი მისი, ეს კი ანდრეასთვის რჩევებად ისმის.


მისით დაინტერესდა "პალერმო" და რათა კარიერისთვის ანდრეს არ ევნო, უარი თქვა ასიათასებზე, რადგან ოცნებობდა სწავლაზე, ზრდაზე და არა დილიდან ფულში ბანაობაზე. "ისე აღმზარდეს ბავშვობიდან მე ჩემს ოჯახში, ფულის მდევარი არ ვიქნები სხვა ცხოვრებაშიც!" - ამბობდა ახალგაზრდა ფორვარდი.


Sportall.Ge


"პალერმოში" დებიუტი? მშვენიერი გამოვიდა, საგოლე პასი გააკეთა, როგორც კი მინდორზე შემოვიდა. შედეგმა კი ვერ გაახარა, დამარცხდნენ, გატუზოს გუნდი სერია B-ში მე-10 ადგილზე დაეცა, ნაბიჯმაც არ დაახალა და ხელმძღვანელობამ გუნდს ახალი მწვრთნელი ახარა. მოვიდა იაკინი, დიბალა შეიყვარა, ბელოტი ძირითადს არ გააკარა, ანდრეამ კი ათი მაინც გაიტანა. ბელოტის სიცილიაში შანსი არ ჰქონდა, დიბალას ჩრდილში წუთები უნდა ეთხოვა...



Sportall.Ge



თუმცა სამხრეთში გატარებული წლები დაკარგული არ ყოფილა, ცხოვრებამ ბელოტის სირთულეები ამყოფინა და ოცნების ქალიც აპოვნინა. ჯორჯია დურო იყო ტელეწამყვანი და მოდელი, მაღალი, ტანადი, თვალისმომჭრელი. როცა "ბოლონიასთან" ანდრეამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, კამერის წინ დაიყვირა: "იმ წამიდანვე, როს მის გვერდით ვარ, მე უკვე ვფრინავ და აღარ დავდივარ".


ბელოტის მოუვიდა ტყუილის დრო, უთხრა, გალერეაში გადაღებაა, ქალბატონო დურო. თვითონ კი მილანში გაფრინდა, ბეჭედი იყიდა და უკან წავიდა. სახლში მისულს ბევრი არ უფიქრია: "სიკვდილამდე შენთან ყოფნა მწყურია". გოგონა ძალიან დაიბნა, დააგვიანდა, თანხმობა მხოლოდ მაშინ წამოსცდა, როცა საათი თითქმის გაოცდა.


ქორწილამდე ანდრიკომ ასის ნახევარი გოლი გაიტანა. ეს მხოლოდ მერე, რაც ჯორჯია შეიყვარა. მერე? მერე დაუსხეს დიდ ჭიქაში და...


მომზადებულია Tribuna-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
გადასარევი სტატიაა, მით უმეტეს ქართული სპორტული (და არამარტო სპორტული) ჟურნალისტიკის დაბალი დონის გათვალისწინებით. ვინც წერა-კითხვასთან მწყრალადაა, ბუნებრივია არ მოეწონა. ვერც გაიგეს, კითხვა გაუჭირდათ.
სანდრო
00:16 30-01-2021
1
დიდებული სტატია იქნებოდა... რომ არა თარგმანი
მიჩინიო
22:50 29-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული