დროებით უმუშევარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "რომასთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა, - იტყობინება Calciomercato.
თუმცა, თუ ამჟამინდელი თავკაცის, პაულუ ფონსეკას ხელმძღვანელობით "რომას" შედეგები გაუარესდა, შეიძლება ის ალეგრიმ ამავე სეზონში შეცვალოს.
რომაული კლუბი მზადაა ალეგრის წელიწადში 4.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.