"ნერაძური" სკუდეტოსკენ მიიწევს, დამაჯერებელი გამარჯვება "ფიორენტინასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 5 თებერვალს, "ფიორენტინამ" "ინტერს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. 

მატჩი თანაბრად წარიმართა, თუმცა მილანელებმა შექმნლი მომენტები გამოიყენეს და მოწინააღმდეგე დამაჯერებლად დაამარცხეს. 

შეხვედრის 31-ე წუთზე ნიკოლო ბარელამ ალექსის სანჩესის გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 

რაც შეეხება მეორე გოლს, მეორე ტაიმის დებიუტში, მატჩის 52-ე წუთზე პერიშიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. 

21 ტურის შემდეგ "ინტერი" 47 ქულით სერია A-ს სათავეში იმყოფება, თუმცა თანაქალაქელ "მილანს" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებელი. 

რაც შეეხება "ფიორენტინას", ამდენივე მატჩში 22 ქულით
მე-12 ადგილს იკავებს. 

"ნერაძური" მომდევნო მატჩს 14 თებერვალს "ლაციოს" წინააღმდეგ გამართავს, თავის მხრივ, "ფიორენტინა" ამავე რიცხვში "სამპდორიას" დაუპირისპირდება. 

altთასზე "იუვენტუსმა" "ინტერს" რონალდოს დუბლით სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული