სერია A-ს 21-ე ტურში "იუვენტუსმა" ტურინში 2:0 დაამარცხა "რომა".
ანგარიში მე-13 წუთზე რონალდომ გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე იბანესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
რონალდომ მიმდინარე ტურნირის 17 მატჩში 16 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია. ის ორი გოლით უსწრებს ლუკაკუს (ინტერი).
"იუვემ" ყველა ტურნირზე ზედიზედ 6 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 14:1, 42 ქულით მესამე ადგილზეა და 13 თებერვალს სტუმრად "ნაპოლის" შეხვდება. იქამდე კი 9 თებერვალს თასზე ჩემპიონატის ლიდერ "ინტერს" უმასპინძლებს.