"იუვენტუსი" "ინტერს" დაუზავდა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი ტურინში "იუვენტუსსა" და "ინტერს" შორის 0:0 დასრულდა და რადგან პირველი შეხვედრა "იუვეს" 2:1 ჰქონდა მოგებული, ფინალში გავიდა.

"იუვენტუსი" ბოლო შვიდ სეზონში მეექვსედ გავიდა ფინალში.

"ინტერმა" უკანასკნელი 10 მატჩიდან "იუვენტუსს" მხოლოდ 1 მოუგო და ბოლო 6 წელია სტუმრად გოლი არ გაუტანია.

დღეს "ატალანტა" "ნაპოლის" უმასპინძლებს და მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვევა. ნეაპოლში ეს გუნდები უგოლოდ გაიყარნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული