იტალიის ნაკრების ფორვარდი ძალზე ღირსეულად მოიქცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს წინა ტურში "ტორინომ" "ატალანტასთან" გასვლაზე 3:3 ითამაშა, თუმცა ტურინელებმა შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყეს და 21-ე წუთისთვის 0:3 მარცხდებოდნენ.

გოლის გატანის პირველი რეალური შანსი სტუმრებს 33-ე წუთზე მიეცათ. ბელოტი "ატალანტას" კარისკენ გარბოდა და საჯარიმოს წინ დაეცა. მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, კრისტიან რომეროს კი ყვითელი ბარათი უჩვენა.

რა მოხდა მერე:

ბელოტიმ მსაჯს აჩვენა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

რეფერიმ ყვითელი ბარათი გააუქმა, თუმცა საჯარიმო დარტყმა ძალაში დატოვა.

ბელოტიმ ჯარიმა არ დაარტყა, "ატალანტას" მეკარეს ბურთი გადაუგდო!

ამის შემდეგ პატივისცემა და აპლოდისმენტები!

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტა პეპეს და რამოსის დონის ფეხბრთელები გვყავდეს. რას იტყვი მაკედონიასთან ზუსტად ეგრე მოქცეულიყო ფეხბურთელი? ხო უეჭველი დააბრალებდით სამშობლო გაყიდაო
Nick
13:59 12-02-2021
15
ბრავო ბელოტის. ღირსეული ადამიანია. სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც სპორტი კომერცია გახდა, ესეთი საქციელი იშვიათია.
გიორგი
13:34 12-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული