სამხრეთ-აღმოსავლეთ იტალიის პატარა ქალაქმა ბანკნოტის გამოშვება გადაწყვიტა, რომელზეც მარადონას ფოტო იქნება გამოსახული.
იდეის ავტორი ამ ქალაქის მერი, ენრიკო ფრატანგელო გახლავთ.
"ჩვენ სამხრეთ ნახევარსფეროში დიეგოს გმირად მივიჩნევთ. არგენტინამ ნამდვილად გმირი გამოგვიგზავნა. ადამიანი, რომელიც სულ ხალხის გახარებას ცდილობდა.
დიეგოს შემდეგ, სამხრეთ იტალიაში მოსახლეობამ ერთმანეთის მიმართ აზრი შეიცვალა და ყველა თანასწორი გახდა, ამიტომ გაუმარჯოს დიეგოს! გაუმარჯოს თავისუფლებას!
მარადონას სურათი ბანკნოტზე განთავსდება, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ადგილობრივ ბიზნეს ცენტრებში იქნება შესაძლებელი," - განაცხადა ენრიკომ.
რაც შეეხება ფოტოს, ის 1986 წელს ხელით გატანილი ბურთის მომენტი იქნება.