"ინტერი" სერია A-ს ახალი ლიდერია - ლუკაკუმ მე-300 გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 22-ე ტურში "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ლაციოს" 3:1 სძლია.

"ინტერის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა და 16 გოლით (4 პენალტით) რონალდოსთან (იუვენტუსი) ერთად ტურნირის ბომბარდირია. მან კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა.

მასპინძელთა გუნდის 36 წლის მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა იტალიის ჩემპიონატზე მე-500 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლეგიონერებს შორის მხოლოდ "ინტერის" ყოფილ მცველს, ხავიერ ძანეტის (615 მატჩი) ჩამორჩება.

"ინტერი" 50 ქულით გალიდერდა, მეორეადგილოსან "მილანს" 1 ქულით უსწრებს და ეს გუნდები 21 თებერვალს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - ლაციო 3:1
გოლები:
1:0 ლუკაკუ (22, პენ), 2:0 ლუკაკუ (45), 2:1 ესკალანტე (61), 3:1 მარტინესი (64)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული