"ეს მხოლოდ დასაწყისია და არა დასასრული..." - ანტონიო კონტე

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ლაციოსთან" 3:1 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

"სიმონე ინძაგის შესანიშნავი გუნდის ყოლა მივულოცე. მას კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს. ფაქტია, მათ ზედიზედ 6 თამაში მოიგეს, რაც მათ სიძლიერეს აჩვენებს. ჩვენ კი ისინი დავამარცხეთ, რაც ჩვენს ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობას ასახავს. 

იტალიის სერია A-ში პირველ ადგილს დიდი ხნის განმავლობაში ველოდით და ეს დღეს ურთულესი მეტოქის დამარცხების შემდეგ დავიმსახურეთ. მე ბედნიერი ვარ ჩემი ბიჭებით, ვამაყობ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და არა დასასრული. 

ჩვენ ვიცით, რომ მომდევნო კვირას წინ მილანური
დერბი გვაქვს და ვფიქრობ, "დელა მადონინას" წინ სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა დამატებითი მოტივაციაა. შესანიშნავი მატჩის მოლოდინში ვარ, ორივე გუნდს დიდი ამბიციები აქვს", - განაცხადა კონტემ. 

შეგახსენებთ, "როსონერი" "სპეციასთან" 0:2 დამარცხდა და პირველი ადგილი დაკარგა. 21 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში, "მილანი" და "ინტერი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. 

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

alt"ინტერი" სერია A-ს ახალი ლიდერია - ლუკაკუმ მე-300 გაიტანა [VIDEO]

alt"მილანმა" "სპეციასთან" 3 ქულა და შესაძლოა, ლიდერობაც დაკარგა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული