ლუკაკუს დედა შვილს ზლატანზე შურისძიებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე მილანში "დერბი დელა მადონინა" გაიმარათება, რომელშიც პირობითი მასპინძელი "როსონერი" იქნება.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა დიდი სკანდალით დასრულდა: "ინტერისა" და "მილანის" ფორვარდებმა, რომელუ ლუკაკუმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, ლუკაკუ განსაკუთრებით გააბრაზა ზლატანის ფრაზამ დედამისისა და ვუდუს შესახებ, ხო და იბრა დედ-მამის სული 9-სართულად უტრიალა.

დღეს კი მათი დაპირისპირება ისტორიულ ბრძოლას დამატებით ხიბლს სძენს. ბელგიურ მედიაში გაჩნდა ინფრომაცია, რომლის მიხედვითაც ლუკაკუს დედამ თავის შვილს ზლატანზე შურისძიებისკენ მოუწოდა.

"გააკეთე ყველაფერი, რაც მასზე შურისსაძიებლად არის საჭირო" -
ციტირებენ ალოლფინა ლუკაკუს ბელგიური გამოცემები.

მილანური გრანდები  სერია A-ს ლიდერობენ, "ნერაძურის" "როსონერიზე" 1 ქულით მეტი აქვს.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტეხავს ესეთი სტატიები. ჭორბიურო ხომ არ არის.
დეიდა და მამიდა რას ამბობენ?
15:13 21-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული