"მე მას ვურჩიე, რომ "ბლაუგრანას" შეთავაზებას არ დათანხმებოდა..." - ერნან კრესპო

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ გაამხილა, რომ მან ლაუტარო მარტინესი დაარწმუნა, რომ "ბარსელონას" შემოთავაზებაზე უარი ეთქვა და "ნერაძურის" შემადგენლობაში დარჩენილიყო. 

"მე ლაუტაროს დიდი ხანია უკვე ვიცნობ. გასულ ზაფხულს მე მას ვურჩიე, რომ "ბლაუგრანას" შეთავაზებას არ დათანხმებოდა და იტალიაში დარჩენილიყო. ის ძალიან მოძრავი თავდამსხმელია, მას გოლის გატანის ალღო აქვს.

ლაუტაროს თავით თამაში შესანიშნავად გამოსდის. მას შეუძლია მასზე ბევრად ტანმაღალ მცველებს აჯობოს" - განაცხადა კრესპომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში. 

გასულ ტურში ლაუტარომ "მილანს" ორი გოლი გაუტანა და "ინტერს" იტალიის სერია
A-ში პირველი ადგილი გაუმყარა. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"ინტერმა" "მილანს" დამაჯერებლად მოუგო და ლიდერობა გაიმყარა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული