ფეხბურთელის მეუღლემ მათ ურთიერთობაზე ღიად ისაუბრა. საინტერესოა, თუ რას აკეთებს "იუვენტუსის" ლიდერი სახლში და რას არა.
"ის არაფერს ამზადებს. ყოველი ვარჯიშის შემდეგ იმსახურებს გემრიელ საჭმელს, ამ ყველაფერს კი შეფ-მზარეული აგვარებს. სიმართლე რომ გითხრათ, ხანდახან მეც "ვმზარეულობ".
ჩვენს სახლში ნათურის შეცვლა შეუძლებელია, რადგან საკმაოდ მაღალი ჭერი გვაქვს. თუ კრიშტიანო რონალდო ხარ, 20 ფუტის სიმაღლეზე ნათურას შეცვლი? უკეთესია, არა, რადგან მან თავის თავს უნდა მიხედოს, რათა საუკეთესო იყოს. დანარჩენს მე
მინდა დავამატო ასევე დარბაზი, სადაც ერთად ვვარჯიშობთ. მე მისგან უამრავი რამ ვისწავლე. ის მეხმარება და მოტივაციას მაძლევს, რათა უფრო მეტი შევძლო.
ზოგადად, ადამიანი იმას გამოხატავს, რასაც ხედავს. მე რონალდოს ვხედავ. ამიტომ გავხდი სპორტული და ჯანმრთელი ადამიანი. ის ჩემი ინსპირაციაა" - განაცხადა ჯორჯინამ sportweek-თან ინტერვიუში.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
რონალდომ და ჯორჯინამ კატა ესპანეთში კერძო თვითმფრინავით გაგზავნეს
"კარგად ვიცი რას ნიშნავს "გაჭირვებაში" ცხოვრება..." - ჯორჯინა როდრიგესი მის წარსულზე საუბრობს