სერია A-ს 24-ე ტურში "ვერონასთან" მატჩისას "იუვენტუსის" ნახევარმცველი ვესტონ მაკენი 78-ე წუთზე აარონ რამსის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა, რადგან როგორც ამბობენ, ძალიან დაბნეული იყო.
ამ მატჩზე DAZN-ის 29 წლის რეპორტიორი დილეტა ლეოტა მუშაობდა და როდესაც მან "იუვეს" სათადარიგოთა სკამთან გაიარა, მაკენი გაოგნებული დარჩა.
გაბედულმა ფოტომონადირემ ეს სურათი სწორედ იმ მომენტში გადაუღო მაკენის, როდესაც ის ჟურნალისტის უკანალს გაოცებული სახით უყურებდა. ფოტო სოციალურ ქსელებში უმალ ვირუსული გახდა.
ლეოტა იტალიაში ძალიან პოპულარულია და "ინსტაგრამზე" 7 მილიონზე მეტი ხელისმომწერი ჰყავს.