სერია A-ს 28-ე ტურში "იუვენტუსმა" ტურინში 3:0 სძლია "სპეციას". გოლები მეორე ტაიმში მორატამ, კიეზამ და რონალდომ გაიტანეს.
რონალდომ სხვადასხვა ჩემპიონატზე მე-600 მატჩი ჩაატარა - ის ჩემპიონატებზე ზედიზედ მე-12 სეზონში 20+ გოლს იტანს.
"იუვეში" შესრულებული 67 საჯარიმოდან კრიშტიანომ მხოლოდ ერთხელ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა - 2020 წლის ივლისში "ტორინოს" გაუტანა.
"იუვენტუსი" 49 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ინტერს" 7 ქულით ჩამორჩება და 6 მარტს "ლაციოს" უმასპინძლებს.