"იუვენტუსმა" რონალდო აირჩია, დიბალას ტურინული თავგადასავალი სრულდება?

AutoSharing Option
პაულო დიბალა "იუვენტუსს" 2015 წელს "პალერმოდან" შეუერთდა, გადასვლის დღიდან არგენტინელს "ბებერი ქალბატონის" მთავარ იმედად თვლიდნენ. იმავე წელს პაულომ 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა და ტურინელთა იტალიაში გაჩემპიონებაში ლომის წილი დადო.

მისი საუკეთესო სეზონი სერია A-ში 2017/2018 წელი გამოდგა, როდესაც ფეხბურთელმა მეტოქის კარი 22-ჯერ აიღო, შემდეგ კი პატარ-პატარა ჩავარდნები დაეწყო..

ახალი მწვრთნელი, ახალი პრობლემა

Sportall.Ge

მას შემდეგ, რაც პირლო "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი გახდა, დიბალამ იტალიის სერია A-ში ძირითადში თამაში 11-ჯერ დაიწყო და მხოლოდ და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

მას
გააჩნია უმაღლესი დონე, შეიძლება ითქვას კატალონიის "ბარსელონამ" პაულოს 2017 წლის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ვერაფერი დაუპირისპირა. შეგახსენებთ, არგენტინელმა "ბლაუგრანას" კარის 2-ჯერ აიღო.

Sportall.Ge

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ტურინში მაინც სხვა შემტევები მოიყანეს და ახალგაზრდა ფაქტობრივად სათადარიგო მოთამაშედ გადააქციეს.

"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ ალვარო მორატა, დეიან კულუსევსკი და ფედერიკო კიეზა დაიმატა, რომლებმაც დიბალას თამაშის შანსი წაართვეს.

2018 წელს გუნდში კრისტიანო რონალდო მოვიდა, ლოგიკურია გუნდის ყველა ფეხბურთელი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავის იმედზე გადავიდა, ხოლო არგენტინელის მიმართ უკანასკნელი ნდობაც დაკარგეს.

Sportall.Ge

27 წლის ასაკში დიბალამ კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა, თუმცა ტურინელებმა ეს არ დაუფასეს, ახლა კი მათ არგენტინელის გარშემო გუნდის აწყობის ნაცვლად, რონალდო არჩიეს..

სავარაუდოდ, პაულო მომდევნო ზაფხულს "იუვენტუსს" დატოვებს და ახალი სახლის ძიებაში საუკეთესოს მიაგნებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსა
muro
16:08 13-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული