"იუვენტუსი" მზადაა რონალდო სერიოზული ფასდაკლებით გაყიდოს

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "იუვენტუსი" მზადაა თავდამსხმელი რონალდო 25 მილიონ ევროდ გაყიდოს.

36 წლის პორტუგალიელთან თანამშრომლობა "იუვეს" სეზონში 87 მილიონი ევრო უჯდება და სურს ზედმეტი ხარჯისგან გათავისუფლდეს, მით უმეტეს, იმ მიზანს, რისი გამოც შეიძინეს, ვერ მიაღწიეს - ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამას გარდა, ტურინული გუნდი სერია A-შიც წარუმატებლად ასპარეზობს.

გამოცემის მტკიცებით, თუ რონალდოს ტრანსფერზე რომელიმე კლუბმა კონკრეტული წინადადებით მიმართა, "იუვენტუსი" უპრობლემოდ გაყიდის.

თავად რონალდოს "რეალში"დაბრუნება უნდა. მან ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 24 მატჩში 23 გოლი (5 პენალტით) გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იყიდე-გაყიდე რა "ქარვასლაა"?....
iuri
12:59 29-03-2021
0
შეიძლება 20 მილიონადაც გაყიდონ მაგრამ რა დაუჯდება მყიდველს რონალოდ წელწიადში?იგივე 80 მილიონი ევრო? და რა კლუბმა უნდა იყიდოს რომ მასზე პირველ წელიწადს დახარჯული 100 მილიონი ამოიღოს, ეს უნდა იყოს ინგლისის ან ესპანეთის კლუბი. ინგლისში რონი არ წავა, ესპანეთში კი რეალს მაგისათვის არ სცალია, თუ მიიღებს მხოლოდ სევილია, ატლეტიკო, ბარსელონა(???)( ან იქნებ პორტო-ში თუკი მან რაიმე წარმატებას მიაღწია ჩლ-ზე?) , იტალიაში ვერცერთი გრანდი ვერ იყიდის.
ისე კი საინტერესო იქნებოდა ფანტაზიის დონეზე რონალდოს და მესის წყვილი 1 წლით ლალიგაში.
ჯამში კი ასე მოსჩანს რომ მესი "საკუთარ სახლში" ბარსელონაში დაამთავრებს კარიერას, რონალდო კი სადღაც არაგრანდში , ჩავის, ინიესტას და სხვებივით ბოლო წლებს მოგზაური სუპერფეხბურთელი იქნება.
jango
14:49 24-03-2021
0

სიახლეები პოპულარული