"იუვენტუსის" გეზი ევროპა ლიგისკენ მიდის.. დერბიში ფრე და წინ დიდი მატჩის მოლოდინში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 აპრილს, იტალიის სერია A-ში ტურინული დერბი "ტორინოსა" და "იუვენტუსს" შორის გაიმართა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში "ბებერო ქალბატონის" ახალგაზრდა შემტევმა, ფედერიკო კიეზამ მატჩის მე-13 წუთზე გახსნა, კიეზას სანაბრიამ ჯერ 27-ე წუთზე უპასუხა, ხოლო 46-ზე მასპინძლები სულაც დააწინაურა.

წონასწორობა კრიშტიანო რონალდომ შეხვედრის 79-ე წუთზე აღადგინა.

ამრიგად, 28 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" 56 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, ევროპა ლიგის ზონას კი 1-ით მეტი გატანილი გოლით ცდება. შეგახსენებტთ, მე-5 ადგილს "ნაპოლი" ამდენივე ქულით იკავებს. 7 აპრილს კი ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

რაც
შეეხება "ტორინოს", ტურინელები 24 ქულით მე-17 ადგილს იკავებენ. "ტორინო" 10 აპრილს "უდინეზეს" ესტუმრება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული