"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ამავე გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა მასიმო მაურომ გააკრიტიკა.
"რონალდო სადაც თამაშობდა, არასოდეს არსად არ იყო ლიდერი და არც იქნება. მისთვის შემოსავალი გუნდის წარმატებაზე უფრო მნიშვნელოვანია.
კრიშტიანო პარტნიორებს წინ არ მიუძღვის, გოლის გასატანად ყოველთვის მათგან ბურთის მიღება უნდა. ძლიერი ინდივიდუალისტია, მაგრამ არა გუნდური მოთამაშე.
თუ შედეგებზე ვიმსჯელებთ, "იუვენტუსი" მასთან ერთად უკეთესი ვერ გახდა, ვიდრე იქამდე იყო. ჩემპიონთა ლიგაზე უარესადაც კი იასპარეზეს. ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილება მასთან განშორება იქნება", - განუცხადა მაურომ "გაძეტა დელო სპორტს".
სასაცილოა.
გამოჩნდა მარტო არ იგებდა ლიგებს რეალშიო.
ხო აბა არაფერს აკეთებდა და გოლებს რამოსი იტანდა სულ :)
მარტომ რა უნდა ქნას შტანგის აწევა კი არ არის :)
მეტი რა ქნას ლამის 40 წლის გახდეს და თითქმის ყველა მატჩში გოლი გააქვს, თან პასის მიმცემიც არ ყავს.
ხოდა წამოვიდა რეალიდან და დადოს რეალმა ამის გარეშე ლიგა. ხო ყავს უძლიერესი შემადგენლობა, 5 წამყვანი მოთამაშე რომ დააკლდეს გუნდას მაინც არაფერი ეტყობა ისეთი რეზერვი ყავს. მაგრამ ლიგას მაინც ვერ დადებს. ლამის 20 წელი რეალი ვერ იგებდა ლიგას, სანამ რონი არ მოვიდა მანდ.