ტონი: გუნდისადმი რონალდოს დამოკიდებულება მაცვიფრებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს საქციელზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც "ჯენოასთან" ნამატჩევს მაისური მოედანზე მოისროლა. თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი მაისურს ბურთის მიმწოდებელ ბიჭს დაჰპირდა და ამიტომ დააგდო გაზონზე.

"რონალდო "იუვენტუსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, სერია А-ს საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ მე გუნდისადმი მისი დამოკიდებულება მანცვიფრებს.

ფეხბურთელობისას ძალიან ეგოისტი ვიყავი, თუმცა, როდესაც გოლს ვერ გავიტანდი, ჩემი გუნდი კი გაიმარჯვებდა, მოედნიდან არ გავდიოდი და მოგებას აღვნიშნავდი, იმედგაცრუებას არ ვყვებოდი.

იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს ეპიზოდი, მაისური კი არ უნდა
გადაეგდო, არამედ უნდა მიეცა. დიდი ჩემპიონი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს", - ციტირებს ტონის "ტუტოსპორტი".

მკითხველის კომენტარები / 1 /
კვარა ყველას გადაგაგივლით თავზე, მაიცა...
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული