"იუვენტუსი" "ინტერს" 13 ქულით ჩამორჩა და შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 33-ე ტურში "ინტერმა" დარმიანის მიერ 76-ე წუთზე გატანილი გოლით საკუთარ მოედანზე "ვერონა" 1:0 დაამარცხა და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

"იუვენტუსი" კი ფლორენციაში "ფიორენტინას" დაუზავდა (1:1). პენალტით ანგარიში 29-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ვლახოვიჩმა გახსნა, ხოლო 46-ე წუთზე მორატამ საპასუხო გოლი გაიტანა.

"იუვე" "ინტერს" 13 ქულით ჩამორჩა, ჯერჯერობით მესამე ადგილზეა, თუმცა თუ "ატალანტამ" და "ნაპოლიმ" ამ ტურში იმარჯვეს, მეექვსე პოზიციაზე მოუწევს დაქვეითება.

მეორეადგილოსანი "მილანი" 26 აპრილს რომში "ლაციოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული