"რონალდო მოედანზე მოჩვენებას ჰგავს..." - სუპერვარსკვლავი დიდი კრიტიკის ქვეშაა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს სათამაშო ფორმა შემაშფოთებელია, პორტუგალიელი ვარსკვლავი "იუვენტუსის" ბოლო შეხვედრების შემდეგ გაბრაზებულია.
რონალდოს გოლი 3 თამაშია არ გაუტანია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მან მეტოქის კარის ბადე 7 აპრილს, "ნაპოლის" წინააღმდეგ შეარხია, ამ დღის შემდეგ კი მის ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა. მეტიც, კრიშტიანოს იტალიური კარიერის პირველი სეზონის შემდეგ მსგავსი რამ არ მოსვლია.

"გუნდი განადგურებულია. მათ, ფაქტობრივად, სათამაშო სტილი არ აქვთ. თითქოს სული არ გააჩნია. რონალდო მოედანზე მოჩვენებას ჰგავს." - წერს Corriere della Sera.

ამის გარდა, ასევე სხვა ჟურნალების ცინიკურ შეკითხვებსაც შეხვდებით, მაგალითად,
La Gazzetta dello-სი:

"კრიშტიანო, აქ ხარ?"

შეხვედრის 84-ე წუთზე, "ფიორენტინასთან" 1:1-ის დროს, რონალდომ დეიან კულისევსის გადაცემის შედეგად კომფორტული მომენტით ვერ ისარგებლა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება ვეღარ მოუპოვა.

ეს განიავებული მომენტი კი ტურინელებს ძვირად დაუჯდათ. თუ "ნაპოლი" დღეს, 26 აპრილს, "ტორინოს" დაამარცხებს, ჯენარო გატუზოს შეგირდები მე-4 ადგილზე გადაინაცვლებენ.

"თუ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, კრიშტიანო რონალდოს "ბებერ ქალბატონის" რიგებში მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება" - წერს Tuttosport-ი.

"თუ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავლენ, "თეთრ-შავები" ვალდებული არ იქნება მისი ხელფასი გადაიხადოს, ის კი, სავარაუდოდ, თავს "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "პარი სენ ჟერმენში" გამოცდის".

ამ ფაქტს გუნდის ძირითადი მწვრთნელი ანდრეა პირლოც გამოეხმაურა:

"არ ვფიქრობ, რომ რონალდო ცუდად თამაშობს. მას რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მისი თამაში კი ცუდი არ ყოფილა. გუნდმა სივრცეებიდან უნდა შეუტიოს, დაახლოებით ისე, როგორც ეს მეორე ტაიმიდან ხდებოდა".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
რონალდუს ფეხბურთელობაზე რომ ვიღაც ფეხბურთის ვაი გულშემატკივრები ილაპარაკებენ,ეს მათ ბოდიშით და იდიოტიზმზე მეტყველებს.კრიშტიანუ რონალდუმ გამოაცოცხლა იუვენტუსი,თორემ კალიარის და რეჯინას დონეზე დაეცემოდა.
დავით
23:29 04-05-2021
0
ჯერ ერთი ევროპის ფინალში ითამაშა და ტრავმა მიიღო მეორე ევროპის ჩემპიონატი მარტო ფინალი არ არის და ფინალში სწორედ რონის დიდი დამსახურებით გავიდა.ამ იაფასიან ბაზარს ვერ ეშვებით მისტერ 2-8-ის გულშემატკივრები.
ვა რა დონეა
21:46 27-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული