"მილანი" რომში განადგურდა და ოთხეულიდანაც გამოვარდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 27 აპრილს, იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში, "ლაციომ" "მილანს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი გოლი დებიუტშივე, შეხვედრის მე-2 წუთზე გაიტანეს. თავი ხოაკიმ კორეამ გამოიჩინა. იმავე კორეამ დუბლი 51-ე წუთზე შეასრულა.

რაც შეეხება მე-3 გოლს, მატჩს წერტილი 87-ე წუთზე ჩირო იმობილემ დაუსვა.

ამრიგად, "მილანი" ზედიზედ მეორე მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ოთხეულიდან გამოვარდა. "როსონერის" ანგარიშზე 66 ქულა გახლავთ, მის წინ კი "იუვენტუსი" ამდენივე ქულით, თუმცა გატანილი და გაშვებული გოლის უკეთესი ბალანსის გამო იმყოფება.

რომაელებს 61 ქულა აქვთ და მე-6 ადგილს
იკავებენ.

"ლაციო" მომდევნო შეხვედრას 2 მაისს, "ჯენოას" წინააღმდეგ გამართავს. "მილანი" 1-ელ მაისს "ბენევენტოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული