გუშინ, 26 აპრილს, "ტორინომ" "ნაპოლის" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
ჯენარო გატუზოს შეგირდებმა ორივე გოლი შეხვედრის დებიუტშივე გაიტანეს.
ანგარიშში სხვაობა ბაკაიოკომ მე-11 წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი ოსიმენმა მე-13 წუთზე შეაგდო და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ამრიგად, "ნაპოლი" 66 ქულით ოთხეულში შეძვრა და ერთბაშად ორ გუნდს, "მილანსა" და "იუვენტუსს" გადაასწრო. "ტორინო", თავის მხრივ, 31 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.
"ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 2 მაისს, "კალიარის" წინააღმდეგ გამართავს. "ტორინო" 3 აპრილს "პარმას" დაუპირისპირდება.