"პორტუგალიელის გარეშე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ იყო..." - რონალდოს კვლავ აკრიტიკებენ

AutoSharing Option
"იუვენტუსი" იტალიის სერია A-ში ხელშეუხებელი გახლდათ, ტურინელებმა სკუდეტო ზედიზედ 7-ჯერ მოიგეს, წინააღმდეგობას კი ჩემპიონატში ვერავინ უწევდა. ამის შემდეგ მათ თავიანთი თამასა კიდევ უფრო ასწიეს და 2018 წელს მადრიდის "რეალიდან" კრიშტიანო რონალდო იყიდეს.

ამის შემდეგ საქმე გეგმის მიხედვით აღარ წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი "ბებერ ქალბატონს" კიდევ 2-გზის ჩემპიონობაში დაეხმარა, შედეგიანობა დაიკარგა. ლეგენდა, როდესაც გოლი არ გაჰქონდა, ღიზიანდებოდა, ურტყამდა ძელს, ბადეს ექაჩებოდა, მიუხედავად იმისა, მისი გუნდი იმარჯვებდა თუ არა. 

კვირას, 4 მაისს, რონალდომ "უდინეზესთან" დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3
ქულა შესძინა, თუმცა ვარსკვლავი იმის ნახევარიც კი არ გახლავთ, რაც ყველას კარგად ახსოვს...

2020/21 წლების სეზონი რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. "მილანმა" თავდაპირველად კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, დაკარგული ქულების შემდეგ კი ლიდერობა თანაქალაქელ "ინტერს" გადააბარა, რომელმაც საბოოლოოდ, მოიგო კიდეც ეს ტურნირი. 

რონალდოს მოსვლისთანავე ტურინელები ჩემპიონთა ლიგიდან "აიაქსმა" გამოაგდო, შემდეგ სეზონში - "ლიონმა", ამ წელს კი ტურნირი ნაადრევად "პორტუმ" დაატოვებინათ.

რა თქმა უნდა, ყველაფერს კრიშტიანოს ვერ დააბრალებ, თუმცა ფაქტი ერთია, პორტუგალიელის გარეშე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ იყო.

თუმცა ის ბრენდია, ის მოედანსა და მის გარეთ დიდ თანხას გამოიმუშავებს; ასევე, სარგებელი მოაქვს გუნდისთვის, თუმცა "იუვენტუსში" თამაშის დროს მთავარი მისია, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა. ეს, ცოტა არ იყოს, დასანანი ფაქტია..

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"რონალდო მოედანზე მოჩვენებას ჰგავს..." - სუპერვარსკვლავი დიდი კრიტიკის ქვეშაა


მკითხველის კომენტარები / 1 /
ტიტულებს იგებს გუნდი და არა ერთი ცალკე აღებული ფეხბურთელი, ვინც არ უნდა იყოს ის. ჯერ რეალის ჩემპ.ლიგებს რონალდოს აწერდნენ ახლა იუვეს წარუმატებლობას აბრალებენ- არც ერთია სწორი და არც მეორე. რაც შეეხება რონალდოს ეგოიზმს ეგ ახალი ამბავი არ არის და იუვეს გულშემატკივრებს არ უნდა უკვირდეთ. რონალდო ყოველთვის ეგეთი იყო.
არტ
00:10 04-05-2021
1

სიახლეები პოპულარული