ამის შემდეგ საქმე გეგმის მიხედვით აღარ წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი "ბებერ ქალბატონს" კიდევ 2-გზის ჩემპიონობაში დაეხმარა, შედეგიანობა დაიკარგა. ლეგენდა, როდესაც გოლი არ გაჰქონდა, ღიზიანდებოდა, ურტყამდა ძელს, ბადეს ექაჩებოდა, მიუხედავად იმისა, მისი გუნდი იმარჯვებდა თუ არა.
კვირას, 4 მაისს, რონალდომ "უდინეზესთან" დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3
2020/21 წლების სეზონი რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. "მილანმა" თავდაპირველად კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, დაკარგული ქულების შემდეგ კი ლიდერობა თანაქალაქელ "ინტერს" გადააბარა, რომელმაც საბოოლოოდ, მოიგო კიდეც ეს ტურნირი.
რონალდოს მოსვლისთანავე ტურინელები ჩემპიონთა ლიგიდან "აიაქსმა" გამოაგდო, შემდეგ სეზონში - "ლიონმა", ამ წელს კი ტურნირი ნაადრევად "პორტუმ" დაატოვებინათ.
რა თქმა უნდა, ყველაფერს კრიშტიანოს ვერ დააბრალებ, თუმცა ფაქტი ერთია, პორტუგალიელის გარეშე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ იყო.
თუმცა ის ბრენდია, ის მოედანსა და მის გარეთ დიდ თანხას გამოიმუშავებს; ასევე, სარგებელი მოაქვს გუნდისთვის, თუმცა "იუვენტუსში" თამაშის დროს მთავარი მისია, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა. ეს, ცოტა არ იყოს, დასანანი ფაქტია..
მომზადებულია marca-ს მიხედვით
"რონალდო მოედანზე მოჩვენებას ჰგავს..." - სუპერვარსკვლავი დიდი კრიტიკის ქვეშაა