რონალდომ "მილანთან" მარცხის შემდეგ ფორმულა 1-ის მანქანა შეიძინა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში "მილანთან" საშინაო კედლებში 0:3 მარცხის შემდეგ "ფერარის" ქარხნისკენ გაეშურა. მას თან "ბებერი ქალბატონის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ელკანი ახლდნენ. 

Calciomercato-ს ცნობით, ფეხბურთელმა ფორმულა 1-ის მანქანა ადგილზევე შეიძინა.  რონალდო ასევე ფორმულა 1-ის მძღოლებს, ჩარლს ლეკლერსა და კარლოს საინცსსაც შეხვდა. 

შეგახსენებთ, სერია A-ს დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, "ბიანკონერი" კი ამ მომენტისთვის მე-5 ადგილს იკავებს. 

წყარო: sports

altიუვენტუსი მილანთან განადგურდა და შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
ამდენი მანქანები, გინდ სპორტული და გინდაც "ჩვეულებრივი" რა ჯანდაბად უნდათ?!
გია
17:16 11-05-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული