რონალდო თანაგუნდელებმა გარიყეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელებთან პრობლემები შეექმნა.

პორტუგალიელი იტალიური გუნდის გასახდელში თავს მარტოსულად გრძნობს. მისი პარტნიორებთან ურთიერთობა ბოლო თვეებში ძლიერ გაფუჭდა, რადგან "იუვეს" ფეხბურთელების აზრით, კრიშტიანო ზედმეტად დიდ თავისუფლებას იღებს.

"მილანთან" განადგურების (0:3) შემდეგ 36 წლის თავდამსხმელმა ვარჯიში გააცდინა და "ფერარის" ქარხანაში კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისა და დირექტორთა საბჭოს წევრ ჯონ ელკანთან ერთად წავიდა.

ამის გარდა, რონალდომ "ბებერი ქალბატონის" რამდენიმე ვარჯიში სპონსორების მოთხოვნების შესრულების გამო გააცდინა. ტურინელთა ბევრი ფეხბურთელი ამ ყოველივეს უსამართლობად თვლის და მიაჩნიათ, რომ რონალდოს მიმართ ისეთივე
დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, როგორც გუნდის ყველა დანარჩენ წევრს ექცევიან.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონატის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
რონალდოს მიმართ მოლოდინი არსებობდა იუვენტუსში რომ ლიგას მოაგებინებდათ. რაც სისულელეა რადგან იგებს გუნდი და არა ერთი კაცი .ერთმა ადამიანმა შეიძლება ლომის წილი დადოს მაგრამ თუ გუნდმა ვერ ივარგა მთლიანად, ვერაფერს მოიგებს. გუნდი კი ცუდად თამაშობს და რონალდომ რა უნდა ქნას? ვერაფერს იზამს.რაც შეეხება მის ეგოიზმს, იმას რომ ყველაფერზე წინ იმას აყენებს რომ თვითონ გაიტანს თუ არა, იცოდნენ რომ ეგეთი იყო და თუ არ აწყობდათ, რას ყიდულობდნენ?
არტ
10:28 14-05-2021
0
Sacyali roni gauriyiat turme, asea roca rabio, kieza, bentankuri da sxva aseti donis varskvlavebi arian shen gundshi, daichagrebi aba raiqneba. Tipi casula shexvedraze da ara gamis klubshi. Da kidev sasaciloa rom iuventusi ligas rom ver igebs krishtianos brali rom yofila. Ligis fle ofis matchebs gadaxedet megobrebo kargad.
Milani
07:38 14-05-2021
1

სიახლეები პოპულარული