სერია A-ს 36-ე ტურში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისათვის მებრძოლმა ყველა გუნდმა გაიმარჯვა.
"ატალანტამ" საკუთარ მოედანზე მუნიელისა და პაშალიჩის გოლებით 2:0 მოუგო "ბენევენტოს", რომელიც 82-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.
"მილანმა" გასვლაზე "ტორინო" 7:0 გაანადგურა. რებიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერნანდესმა - დუბლი, ხოლო თითო-თითო გოლი კესიემ (პენალტით) და დიასმა გაიტანეს.
ცნობილი გახდა, რომ ტრავმირებული იბრაჰიმოვიჩი ამ სეზონში "როსონერის" ვერ დაეხმარება.
"იუვენტუსმა" სტუმრად "სასუოლო" 3:1 დაამარცხა. ტურინული გუნდიდან გოლები რაბიომ, რონალდომ და დიბალამ გაიტანეს.
"იუვენტუსის" 43 წლის მეკარე ბუფონმა მე-16 წუთზე ბერარდის
მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
რონალდომ 100+ გოლი ევროპის სამ ტოპ-5 ლიგაში პირველმა გაიტანა და "იუვეს" ისტორიაში 100 გოლის ყველაზე სწრაფად გამტანი ფეხბურთელი გახდა - სამ სეზონში.
ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "ატალანტა" 75 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით მესამე პოზიციაზე "მილანია", "ნაპოლი" 73 ქულით მეოთხე ადგილზეა, იუვენტუსი" კი 72 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა.