ჩემპიონთა ლიგის საგზურის ყველა პრეტენდენტმა გაიმარჯვა - "იუვე" ოთხეულს მიღმაა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 36-ე ტურში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისათვის მებრძოლმა ყველა გუნდმა გაიმარჯვა.

"ატალანტამ" საკუთარ მოედანზე მუნიელისა და პაშალიჩის გოლებით 2:0 მოუგო "ბენევენტოს", რომელიც 82-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.

"მილანმა" გასვლაზე "ტორინო" 7:0 გაანადგურა. რებიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერნანდესმა - დუბლი, ხოლო თითო-თითო გოლი კესიემ (პენალტით) და დიასმა გაიტანეს.

ცნობილი გახდა, რომ ტრავმირებული იბრაჰიმოვიჩი ამ სეზონში "როსონერის" ვერ დაეხმარება.

"იუვენტუსმა" სტუმრად "სასუოლო" 3:1 დაამარცხა. ტურინული გუნდიდან გოლები რაბიომ, რონალდომ და დიბალამ გაიტანეს.

"იუვენტუსის" 43 წლის მეკარე ბუფონმა მე-16 წუთზე ბერარდის
მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

რონალდომ 100+ გოლი ევროპის სამ ტოპ-5 ლიგაში პირველმა გაიტანა და "იუვეს" ისტორიაში 100 გოლის ყველაზე სწრაფად გამტანი ფეხბურთელი გახდა - სამ სეზონში.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "ატალანტა" 75 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით მესამე პოზიციაზე "მილანია", "ნაპოლი" 73 ქულით მეოთხე ადგილზეა, იუვენტუსი" კი 72 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცხრილი მოყოლით გაქვთ?! რომ ააწყოთ და სტატის ბოლოს რომ დაგვიხაზოთ ,რომ გაერკვეს ადამიანი ვის რამდენი ქულა აქვს და რომელ ადგილზეა, არ გამოვა?
საზოგადოება
06:50 13-05-2021
0
აი რა მოუტანა იუვეს უტვინო პრეზიდენტმა, რომელმაც რონალდუს პრეზენტაციაზე განაცხადა „ჩვენ მოვიყვანეთ ადამიანი, ვინც ჩლ-ს მოგვაგებინებს“, შეეშალა, ევროპა ლიგა უნდა ეთქვა. ან სულაც კონფერენც ლიგა.........
რაულ გონსალეს ბლანკო
12:44 13-05-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული