კიელინი: რასაც ვფიქრობ, იმას ვერ ვიტყვი...

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" კაპირანმა ჯორჯო კიელინიმ მილანის "ინტერის" დამარცხების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"რთულ ბრძოლაში იტალიის საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. როგორც გუნდი, ისე ვმოქმედებდით, რაც აქამდე გვაკლდა. გვირაბში "ინტერის" ფეხბურთელებს ჩემპიონობა მივულოცეთ.

მსაჯობაზე იმას ვერ ვიტყვი, რასაც ვფიქრობ. ყველას საკუთარი აზრი აქვს, თუმცა ჩვენ არაფერი მოგვიპარავს.

მომავალ კვირაში იტალიის თასის ფინალი გვაქვს სათამაშოდ და კარგად გვესმის, თითოეული ტიტული რამდენად მნიშვნელოვანია. რაც გვაქვს, ის დავიმსახურეთ, თუმცა "ატალანტასაგან" განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ჯერ არ დაგვიმსახურებია.

ამ სეზონს კატასტროფულს ვერ დავარქმევდი, თუმცა სტაბილურობა გვაკლდა. ჩემპიონატში ზედიზედ
3 შეხვედრა ვერცერთხელ მოვიგეთ

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული