სერია A-ს 37-ე ტურში "ნაპოლიმ" ფლორენციაში 2:0 დაამარცხა "ფიორენტინა" - ანგარიში 56-ე წუთზე ინსინიემ გახსნა, 67-ე წუთზე კი ვენუტიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
"მილანი" საკუთარ მოედანზე უგოლო ფრეს დასჯერდა "კალიარისთან".
შეგახსენებთ, "ინტერმა" სკუდეტო ადრე მოიპოვა, ხოლო "ატალანტამ" ზედიზედ მესამედ - ჩემპიონთა ლიგის საგზური. "მილანს" და "ნაპოლის" 76-76 ქულა აქვთ, "იუვენტუსს" კი - ქულით ნაკლები.
23 მაისს, უკანასკნელ ტურში, "მილანი" სტუმრად "ატალანტას" შეხვდება, "ნაპოლი" "ვერონას" უმასპინძლებს, "იუვენტუსი" კი გასვლაზე "ბოლონიას" დაუპირისპირდება.
იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე 4 გუნდი გადის და შეიძლება მიზნის მისაღწევად ტურინულ გუნდს გამარჯვებაც არ ეყოს.