რეჯო-ემილიაში ჩატარებულ იტალიის თასის ფინალში "ივენტუსმა" "ატალანტა" 2:1 დაამარცხა და მეთოთხმეტედ დაეუფლა ტროფეის.
31-ე წუთზე "იუვე" დეიან კულუსევსკიმ დააწინაურა, 41-ე წუთზე რუსლან მალინოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა, 73-ე წუთზე კი ფედერიკო კიეზამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ტურინელთა კარს ბუფონი იცავდა, რომელმაც გოლის ავტორ ფედერიკო კიეზას მამასთან, ენრიკო კიეზასთან ერთად 22 წლის წინ უეფას თასი მოიგო.
ამ სეზონში ბუფონმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და "იუვე" არც ერთხელ არ დამარცხებულა - 12 მოგება და 2 ფრე. ეს ჯიჯის მოპოვებული მეექვსე თასია და თან სამ სხვადასხვა
ათწლეულში მოიგო.
რონალდომ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. მან "იუვენტუსში" შესრულებული 71 საჯარიმოდან მხოლოდ 1 გოლი გაიტანა - 48-ჯერ ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა.