სერია A-ს უკანასკნელ ტურში იტალიიდან ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი საგზურის მფლობელი უნდა გარკვეულიყო. ჩემპიონ "ინტერსა" და "ატალანტას" ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მონაწილეობა ადრევე ჰქონდათ განაღდებული, მესამე და მეოთხე პოზიციებზე დასამკვიდრებლად კი "მილანი", "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იბრძოდნენ.
ათასამდე გულშემატკივარმა გააცილა "მილანი" ბერგამოში, სადაც მათმა საყვარელმა გუნდმა "ატალანტა" კესიეს მიერ გატანილი 2 პენალტით დაამარცხა. სხვათა შორის, ამ სეზონში "როსონერის" 20 თერთმეტმეტრიანი დაუნიშნეს და 1950/51 სეზონში დამყარებული საკუთარი რეკორდი დაამხო. "მილანი" 2013 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე.
ბერგამო. "აძური დ'იტალია"
ატალანტა - მილანი 0:2
გაძევება: დე რონი (ატალანტა - 90+2)
"იუვენტუსმა" გასვლაზე "ბოლონია" გაანადგურა, "ნაპოლის" ფეხის დაცდენით ისარგებლა და მეოთხე ადგილზე გავიდა. რონალდო განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა, კლუბის ხელმძღვანელობამ კი განაცხადა, რომ გადაღლილია და ამიტომ არ ათამაშეს.
ბოლონია. "რენატო დალ'არა"
ბოლონია - იუვენტუსი 1:4
გოლები: კიეზა (6), 0:2 მორატა (29), 0:3 რაბიო (45), 0:4 მორატა (47), 1:4 ორსოლინი (85)
"ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე უმოტივაციო "ვერონას" ვერ სძლია (1:1) და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - ვერონა 1:1
გოლები: 1:0 რახმანი (60), 1:1 ფარაონი (69)