სერია A-ს უკანასკნელ ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა (1:1), მეხუთე ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გააღწია და მწრთნელს, ჯენარო გატუზოს დაემშვიდობა.
"რინო, ძვირფასო, მე ბედნიერი ვარ, რომ შენთან ერთად თითქმის ორი სეზონი გავატარე. მადლობა გაწეული სამსახურისათვის და სადაც უნდა გაემგზავრო, წარმატებას გისურვებ. ვეხვევი შენს მეუღლესა და შვილებს", - დაწერა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავის "ტვიტერზე".
"მადლობა, მისტერ", - დაემშვიდობა ნეაპოლური კლუბი გატუზოს.