Grazie Mister! - "ნაპოლი" გატუზოს დაემშვიდობა

AutoSharing Option
სერია A-ს უკანასკნელ ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა (1:1), მეხუთე ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გააღწია და მწრთნელს, ჯენარო გატუზოს დაემშვიდობა.

"რინო, ძვირფასო, მე ბედნიერი ვარ, რომ შენთან ერთად თითქმის ორი სეზონი გავატარე. მადლობა გაწეული სამსახურისათვის და სადაც უნდა გაემგზავრო, წარმატებას გისურვებ. ვეხვევი შენს მეუღლესა და შვილებს", - დაწერა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავის "ტვიტერზე".

"მადლობა, მისტერ", - დაემშვიდობა ნეაპოლური კლუბი გატუზოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ და რისთვის არვიცი,მაგრამ აშკარად გაატარა ნაპოლიმ იუვე.წარმოუდგენელია,უმოტივაციო ვერონასთან სახლში ვერ მოგება,ვერონასთან,რომელსაც ბოლო ათ ტურში ყველამ მოუგო ვისაც სჭირდებოდა.თან იტალიაში,სადაც ვისაც ჭირდება ის ყოველთვის იგებს უმოტივაციო გუნდთან.ასეთი რა შესთავაზეს რომ ლიგის საგზური და ამხელა შემოსავალი დათმო.ალბათ იტალია არ უნდა ყოფილიყო ლიგაზე იუვეს გარეშე.თუ რაა ასეთი,რის გამოც,მტერს,იუვეს დაუთმო ლიგის საფზური.მართლა წარმოუდგენელია.
master
24 მაისი 2021 13:03
3
აშკარად ძალიან საეჭვო ფრე იყო!
Irakli
24 მაისი 2021 13:24
0

სიახლეები პოპულარული