კონტე: სკუდეტოს საკუთარ თავს ვუძღვნი

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იტალიის ჩემპიონატის სეზონი შეაჯამა და მოპოვებული ტიტული საკუთარ თავს მიუძღვნა.

ჩავიბარე გუნდი, რომელსაც 8 წელი სკუდეტო არ მოეგო. წლევანდელ სეზონში 91 ქულა დავაგროვეთ, თითქმის 90 გოლი გავიტანეთ, ლიგაში საუკეთესო დაცვა გვყავდა და მეორე საუკეთესო შეტევა. ეს ადვილი არ ყოფილა.

"ინტერთან" ერთად მოგებულმა ჩემპიონატმა დიდი კმაყოფილება მომანიჭა და კარგად გამაგებინა, რომ სერიოზული მიდგომა, შრომა და თავგანწირვა ის ერთადერთი იარაღია, რაც მე გამაჩნია. სკუდეტოს საკუთარ თავს ვუძღვნი, რადგან ვიცი, რამდენად რთული 2 წელი გამოვიარე. მთელი ძალისხმევის
ჩადება მომიწია. იყო მომენტები, როცა საკუთარ თავში ეჭვი შემქონდა, თუმცა ყოველთვის ვპოულობდი სირთულეების გადალახვის ძალას. ძალიან კარგები ვიყავით, მეც კი", - თქვა კონტემ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით