"ნაპოლის" ლუჩანო სპალეტი ჩაიბარებს

AutoSharing Option
გადაყენებული ჯენარო გატუზოს ნაცვლად "ნაპოლის" ლუჩანო სპალეტი ჩაიბარებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".

62 წლის სპალეტის ნეაპოლური კლუბი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს კონტრაქტს.

სპალეტი ბოლოს "ინტერში" მუშაობდა, რომელიც 2019 წელს დატოვა. ის აგრეთვე "ემპოლის", "სამპდორიას", "ზენიტსა" და "რომას" წვრთნიდა.

"ნაპოლი" სერია A-ში მე-5 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, გატუზო კი "ფიორენტინას" მწვრთნელად დაინიშნა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული