როგორ გამოვიდა სიმონე ინძაგი ძმის ჩრდილიდან და გახდა იტალიის საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელი

AutoSharing Option
2017 წლის 14 ოქტომბერი, "იუვენტუსი" - "ლაციო" 1:2. ეს ამოცანა თითქოს და შეუძლებელი გახლდათ, თუმცა ლაციომ ურთულესი მისია შესრულა. ორ წელზე მეტი იყო, რაც "ბიანკონერის" ტურინში შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული - ეს შთამბეჭდავი იყო, ერთის მხრივ, დაუძლეველი ძალა, რომლის უკანაც ზედიზედ 6 სერია A-ს ტიტული გახლდათ. მეტიც, "ლაციოს" ამ დრომდე "პიედმონტელები" მათსავე მოედანზე სერია A-ს ეგიდით გამართულ შეხვედრში 15 წელი დამარცხებული არ ჰყავდა. ამ ცუდი პერიოდის დასრულებას ყველა გულმოდგინებით ელოდა. თუმცა ფინალური სასტვენის შემდეგ "ლაციალეს" ბანაკში სრული სიმშვიდე და მოთმინება
სუფევდა.

"ამ საღამოს ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიეთ. ეს შედეგი კლუბის ისტორიაში აუცილებლად შევა" - თქვა გამარჯვების შემდეგ სიმონე ინძაგიმ. ეს წარმატება დიდი იყო, მატერიალური მნიშვნელობისაც კი.

Sportall.Ge

თუმცა რომაელებს წინ ჯერ კიდევ დიდი სამუშაო ჰქონდა გასაწევი. ინძაგის ხელმძღვანელებით მათ წინ ემოციური და ნაყოფიერი ლიდერი მიუძვღვოდა. ახალგაზრდა სპეციალისტს მხოლოდ ჩემპიონების დამარცხებაზე გაჩერება არ სურდა. ამ ტურის შემდეგ, "ლაციო" "იუვენტუსს" 1 ქულაში მიუახლოვდა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ პრესამ კალჩოს ელიტის წევრად დაასახელა. ამ წარმატების სულის ჩამდგმელი სიმონე იძაგი გახლდათ, რომელიც მისი ძმის, ფილიპო ინძაგის ჩრდილიდან მოულოდნელად გამოვიდა და "ბრილიანტის" მსგავსი მწვრთნელი გახდა, რომელიც თავისი სწორი ტაქტიკით, სულისკვეთებითა და განვითარების სწორი გზით დღითიდღე დიდებული მწვრთნელობისკენ აგურზე აგურს ამატებდა.

ფილიპო და სიმონე ინძაგი პატარა სოფელ სან ნიკოლოშიმ პიაცენზას ახლოპლად დაიპადნენ. ფილიპო (მოფერებით პიპო) სიმონეზე 3 წლით უფროსი გახლდათ, მისი უმცროსი ძმა 8 წლის ასაკში სოფლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანიც კი გახლდათ. სწორედ ამის შემდეგ სიმონეს ლიდერული თვისებების ჩამოყალიბება დაიწყო. ის კარგად აკვირდებოდა თითოეულ დეტალებს და სწავლობდა, თუ რა შეეძლო გამოეწვია წვრილმანებს. მისმა მეგობრებმა აღნიშნეს, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ინიშნავდა, ინიშნავდა იმისთვის, რომ გაეგო რა იყო მათი ძლიერი და სუსტი მხარე, რათა მოედანზე ისინი მარტივად დაემარცხებინათ.

Sportall.Ge

პიპო ყოველთვის შედეგზე იყო კონცენტრირებული. ის ბავშვობიდან უამრავ გოლს იტანდა, რამაც საბოლოოდ იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავობამდე მიიყვანა. სიმეონე კი მის ნაკვალებს მიუყვებოდა, თუმცა შეუარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ სიმონე ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან გახლდათ. სან ნიკოლოში გაზრდილი ორი ახალგაზრდა ყმაწვილი მაღლები, შავი მუქი თმითა და განსაკუთრებული სათამაშო სტილით გაიზარდნენ. ღმერთმა ორივე დიდი ნიჭითა და ოჯახით დააჯილდოვა, კონკურენციის გამო ერთმანეთში დაძაბულობა ერთხელაც კი არ უგრძვნიათ, პირიქით, ისინი ერთმანეთში მხარში ედგნენ და ამხნევებდნენ. ეს სიყვარული მათ ბავშვობიდან მოსდევდათ. როდესაც მეზობლები პიპოს გუნდში დამატებას სთხოვნენ, რადგან მათ კარგად იცოდნენ უფროსი ძმის გოლეადორული თვისებები, ძმების დედა იმ შემთხვევაში უშვებდა, თუ სათამაშოდ სიმონესაც წაიყვანდნე და მათ შორის ის სიყვარული ჩამოყალიდა, რამაც საბოლოოდ ერთანეთის გაძლიერების შესაძლებლობა მისცა.

Sportall.Ge

სიმონეს პიპოსთან უახლოესი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომაც ძმებმა ერთად თამაში კარგად ისწავლეს. მათი ურთიერთობა ცნობილი იტალიელი ძმებისგან, რემუსისა და რომულუსის ძმობისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, სიმონე ფილიპოს მიერ საფეხბურთო ოლიმპოს მთის ელვისებური სისწრაფით დაპყრობამ ძალიან გაანაწყენა, რადგან აწი მას არათუ სიმონეს, არამედ პიპოს ძმას დაუძახებდნენ, რამაც მას დამატებითი მოტივაცია მისცა, რათა საზოგადოებაში ცნობილი თავისი სახელით შესულიყო და არა მისი დედმამიშვილის.

1997 წელს, როდესაც ფილიპო "იუვენტუსს" შეუერთდა, სიმონე ჯერ კიდევ იტალიის მესამე დივიზიონის გუნდ "ბრეშელოში" გამოდიოდა. 1 წლის შემდეგ ფეხბურთელმა კონტრაქტი "პიაცენზასთან" გააფორმა, მომდევნო წელს კი ფეხბურთელი უკვე "ლაციოს" შეუერთდა. ამრიგად, ძმები სერია A-ში აღმოჩნდნე, თუმცა პიპოს სახელი უკვე დამკვიდრებული ჰქონდა, რაც მთელი კარიერის განმავლობაში სიმონეს წინ უძღვოდა, რაც რეალურად გასაკვირი სულაც არ იყო. პიპოს კარიერა ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა, საბოლოოდ, კი სუპერ თავდამსხმელმა 3 სკუდეტოს, 2 ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხა, რაც შეეხება სიმონეს, 1 სერია A-ს ტიტული, 2 იტალიის თასი და უეფას სუპერ თასის მფლობელი გახდა, გაიტანა შედარებით ცოტა გოლი, იტალიის ნაკრებში 3 შეხვედრა გამართა, რის გამოც საზოგადოებაში ყოველთვის პიპოს პატარა ძმის სახელწოდებით მოიაზრებოდა.

Sportall.Ge

ეს ფაქტიც კი ძმებს შორის არანაირ ემოციურ ზეგავლენას არ იწვევდა, პირიქით, ისინი ერთმანეთით ამაყობდნენ. მეტიც, სერია A-ს 1999/2000 წლებში, როდესაც ფილიპოს "იუვენტუსი" და სიმონეს "ლაციო" ერთმანეთს ტიტულისთვის ეცილებოდნენ, მათ შორის პატარა შუღლიც კი არ ყოფილა.

"ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის თასი ოჯახში დარჩებოდა" - განაცხადა სიმონემ.

"იმ შემთხვევაში თუ ერთი ძმა წააგებს, თავის ნუგეში იმით შეუძლია, რომ მეორე ძმამ მოიგო" - ამბობს მათი ამა, ჯიანკარლო.

იმ სეზონში "ლაციომ" "ბიანკონერის" 1 ქულით აჯობა და სკუდეტოს მოგება მოახერხა.

Sportall.Ge

ამის მიუხედავად, სიმონემ მისი ძმის, როგორც თავდამსხმელის სიმაღლეს ვერ მიაღწია, თუმცა სამაგიეროდ, მას ჰქონდა პოტენციურად კარგი მწვრთნელის ნიშნები, გამჭრიახობა და სიტუაციის კარგი კონტროლი. სიმონეს მეგობრები, რომლებიც "ლაციოში" ყოფნის დროს შეიძინა, ხშირად ეხუმრებოდნენ, რადგან ის ჯიუტად ცდილობდა ყველანაირი დეტალის ჩანიშვნას და გააზრებას. მარინა ინძაგი (დედა) იმედოვნებდა, რომ თუ ძმები ფეხბურთელები ვერ გახდებოდნენ, მაშინ ხელს ექიმობას მიჰყოფდნენ, თუმცა ორივემ საფეხბურთო სამყაროში დიდ წარმატებას მიაღწია, მეტიც, სიმონემ ბუღალტერის დიპლომიც დაიმსახურა, რამაც მისი ანალიტიკური აზროვნება ასახა. მისი სათამაშო სტილიც უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე მისი უფროსი ძმის, აქედან გამომდინარე, ყველა ხედავდა, რომ სიმონეს შეხედულებები კარგი მწვრნელის დამახასიათებელი ნიშნულები გახლდათ, მისი მიზანი კი უფროსი ძმის ჩრდილიდან გამოსვლა და თანამედროვე სამწვრთნელო ასპარეზზე მისი სახელის დამკვიდრება გახლდათ.

"ჩემთვის წარმატება "ლაციოს" მწვრთნელობა იყო" - თქვა სიმონემ 2016 წელს. რომაული კლუბის აკადემიის 6 წლიანი კარიერის შემდეგ, სადაც მან 20 წლამდელთა გუნდს სხვადასხვა ტიტულები მოაგებინა, მისი ოცნება ახდა.

"მე ამით ვამაყობ, მოუთმენლად ველი დასაწყისს" - განაცხადა ინძაგიმ დანიშვნისთანავე.

უმცროსმა ძმამ სტეფანო პიოლი ჩაანაცვლა და კლუბშიც დიდხანს დარჩა, პიოლის დროს გუნდს ძალიან უჭირდა, საბოლოო წერტილი კი რომაულ დერბიში მარცხი გახლდათ. ამის შემდეგ ერთი იტალიელი სპეციალისტი მეორეთი შეცვალეს, ინძაგი გუნდში მისთვის დამახასიათებელი ლიდერული თვისებებით მოვიდა, რამაც გულშემატკივრებს წარმატების იმედი ჩაუსახა.

Sportall.Ge

გუნდში მოსვლისთანავე მემკვიდრეობით ლაზარეთში მყოფი ფეხბურთელები მიირო: სტეფან დე ვრეი, სტეფან რადუ, დუსან ბასტა და უესლი ჰუდტი, წარმოიდგინეთ თითქმის მთელი დაცვის ხაზი ტავმირებული იყო. ამის გათვალისწინებით, გუნდში ნეგატიური განწყობა სუფევდა. რომაულ დერბიში განადგურების შემდეგ  "ლაციოს" გულშემატკივრებმა მოიკოტი გამოაცხადეს, სავარჯიშო ბაზაზე შესვლა სცადეს, რათა რამდენიმე ფეხბურთელთან მკაცრი საუბარი გამართულიყო, მეტიც, სიტუაცია ისე დაიძაბა ფანებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, ამაზე დიდი ნეგატივის გავრცელება კი უკვე პრესამ დაიწყო.

ფეხბურთელებს ბაზის დატოვება მოუწიათ, რათა სიტუაცია ცოტათი მაინც განმუხტულიყო. ინძაგიმ ისინი უმბრიადან 100 მილის მოშორებით, ნორჩიაში წაიყავა, სადაც პატარა გუნდური ვახშამი მოაწყო. ამის შემდეგ სავარჯიშოდ დაბრუნების დრო დადგა, პირველ ოფიციალურ შეკრებაზე სიმონეს 40 წელი შეუსრულდა.

"ვხედავ, რომ ისინი ნელ-ნელა წყობრში დგებიან" - განაცხადა მან.

მაგრამ ეს გულშემატკივრებისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო. ინძაგის პირველ ვარჯიშზე ფანები სავარჯიშო ბაზასთან განრისხებულები დაბრუნდნენ. ახალმა მწვრთნელმა კი ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, თავისი ფეხბურთელები გულშემატკივრებთან წაიყვანა, სადაც მათ მეტი სიმტკიცე და თავგანწირვა მსთხოვეს, ამით მათ თავდაჯერება და ემოცია გაუღვივა, ფანების გამწარების მიზეზი კი ამდენი წაგება და გაუმართლებელი ქულების კარგვა გახლავთ.

სიმონეს პირველმა თამაშმა სიტუაცია ოდნავ ჩააწყნარა. მათ "პალერმო" 3:0 დაამარცხეს, "ლაციალემ" კი სერია A-ში სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა. რა თქმა უნდა, გუნდში უამრავი პრობლემა იკვეთებოდა, თუმცა იტალიელისპეციალისტი მკაცრი მიდგომითა და ჭკვიანური გათვლებით დრო და დრო პრობლემებს აგვარებდა, ამის შემდეგ კი მათ შემტევი, ლამაზი ფეხბურთის თამაში დაიწყეს, გულშემატკივრებს ის სიყვარული გაუღვივდათ, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გააჩნდათ.

Sportall.Ge

თუმცა მოულოდნელად ინძაგი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, მის ადგილზე კი მარსელო ბიელსა დანიშნეს, ის კი მიდგომით წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. აქ სიმონეს კარიერა შესაძლოა ცუდად წარმართულიყო, თუმცა ბიელსა 2 კვირის შემდეგ გადადგა, რის გამოც კლუბი ისევ ინძაგის მიუბრუნდა, ყოფილმა ფეხბურთელმა კი კლუბის ისყვარულის გამო სამუშაოდ კიდევ ერთხელ დაბრუნდა. მან "ალტერნატიული აეროდრომის" სტატუსი არ მიიღო და კლუბს პატიოსნად დაუბრუნდა, მისთვის სიტუაციის კარგად გაკონტროლება კარგი რეპუტაციის დამკვიდრებას ნიშნავდა, რაც იტალიელმა კარგად დაინახა და მკაცრად გააკონტროლა.

ბიელსას წასვლის შემდეგ გუნდში კვლავ უიმედობის გრძნობამ შემოაბიჯა, თუმცა ინძაგიმ, რა თქმა უნდა, ხელი ყველაფერს მკაცრად მოჰკიდა და არეულობის მოგვარება დაიწყო, რაც შესანიშნავად გამოუვიდა.

Sportall.Ge

ეს ერთგულება კი მას წინ დიდი ნაბიჯებით მიაქანებდა, ის დასახულ გზას ოსტატურად მიუძღვოდა. იმ სეზონში სიმონემ გუნდი მე-5 ადგილზე გაიყვანა, დაიკავა "მილანსა" და "ინტერზე" მაღალი პოზიცია, ასევე 16 ქულით მეტი დააგროვა, ვიდრე წინა სეზონში, რითაც ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. თუ ეს საკმარისი არაა ასეთ დროს, აბა როდისაა? ინძაგიმ გუნდი იტალიის სუპერ თასის ფინალში გაიყვანა, სადაც უძლეველ "იუვენტუსთან" 2:0 დამარცხდა.

პიოლის დროს "ლაციო" მოსაწყენი იყო, შეიძლება ითქვას პომპეზურიც კი, თუმცა სიმონეს მოსვლის შემდეგ მათ რეაბილიტაცია და თავიანთი თამაშის ნახვა მოახერხეს. ისინი მეტოქეს ელვისებული სისწრაფით უტევდნენ, კეიტა ბალდე და ჩირო იმობილე კი მოწინააღმდეგის კარგს თთქმის ყოველ შეხვედრაში იღებდნენ.

რა თქმა უნდა, "ლაციო" კარგ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა იდეალურისგან ძალიან შორს იყო, ინძაგი იდგა მოედნაზე და უყურებდა გუნდის ვარჯიშსა თუ თამაშს, რათა სხვადასხვა ტაქტიკა დაემუშავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ გასვლა გაუჭირდებოდა. ამ დროს სიმონე ცნობილი ჯერ კიდევ არ იყო, თუმცა მისი გამჭრიახობა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცეოდა.

"მას "ლაციო" უყვარს, მისი ოცნება კი მათი გაწვრთნა გახლდათ" - თქვამ პიპომ.

"ის თითოეულ შეხვედრისთვის მთელი გულით ემზადება, თავისი სიმტკიცითა და სიფრთხილით კი დიდ წარმატებას მიაღწევს".

იტალიურ პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ უმცროსი ინძაგისთვის მწვრთნელობა ნაადრევი გახლდათ, მისთვის ამხელა ნდობის მიცემა არ შეიძლებოდა, თუმცა ის დაინიშნა ამ თანამდებობაზე, პირველივე წელს გუნდი ევროპაში დააბრუნა, ხოლო მეორე წელს დაუნდობელი "იუვენტუსი" დაამარცხა, რითაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ კლუბს ტიტული მოუტანა.

Sportall.Ge

ცოტახსნის შემდეგ კი მათ "ბიანკონერის" კიდევ ერთხელ სძლიეს, იტალიამ კი უკვე ამ სპეციალისტზე დაკვირვება დაიწყო, მათ დაიწყეს თამაშების მოგება და ინძაგიც დრო და დრო საკუთარ სახელს იმკვიდრებდა. ძლიერ მეტოქესთან ბურთს თმობდნენ, თუმცა კონტრშეტევაზე ამწარებდნენ, თანაბარ გუნდებთან კი ინიციატივის აღებას ცდილობდნენ.

ამ დროს პიპოც მწვრთნელი გახდა. მისმა სახელმა კვლავინდებურად "როსონერისკენ" გაგვახედა, სადაც ლეგენდას ხიდი გაუხსნეს და დიდი ზარზეიმით შეეგებდნენ, თუმცა ფილიპოს დებიუტი სახეში სილის გარტყმას დაემსგავსა, მათ სამარცხვინო მე-10 ადგილი დაიკავეს, იტალიის თასის გათამაშებას დაემშვიდობნენ, თანაც ვინ გამოთიშა? "ლაციომ", რომელმაც თითქმის მთელი თამაში 10 კაცით იასპარეზა. პიპოს შემდეგი გაჩერება "ბოლონია" გახლდათ, სადაც სპეცალისტმა სულ რაღაც 6 თვე დაჰყო. 2018 წლის 26 დეკემბერს ისინი კვლავ "ლაციოს" შეხვდნენ, შეხვედრა 2:0 დასრულდა, უფროსი ძმა კი მალევე დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, რადგან 21 შეხვედრაში გუნდს მხოლოდ 2 გამარჯვება ჰქონდა, მის ადგილზე კი სინიშა მიხაილოვიჩი მოვიდა, რომელმაც "ბოლონიას" არაამქვეყნიური წარმატება მოუტანა და ბოლო 12 შეხვედრიდან 8-ში 3 ქულა დაამსახურებინა, სეზონის ბოლოს კი ცხრილის შუა ნაწილი, მე-10 ადგილიც დააკავებინა.

Sportall.Ge

საბოლოოდ, პიპოს ბოლო სერია A-ში მოღვაწეობის ბოლო მცდელობა "ბენევენტოს" მაგალითი გახლდათ. როგორც ჩანდა, უფროსი ძმა ამჯერად წარმატებას მიაღწევდა. მოკრძალებული პროვინციიდან არსებულმა გუნდმა საახალწლო არდადეგების პერიოდში მე-10 ადგილი დაიკავა, ფილიპომ კი "ლაციოსა" და სიმეონეს წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში აჩვენა, თუმცა ამის შემდეგ "ბენევენტომ" საშინელი 22 თამაშიანი სერია გამოაცხო, სადაც გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო. თუმცა ვის წინააღმდეგ ჩაიწერეს 3 ქულა? ეს "იუვენტუსი" გახლდათ, ისინი უკვე მოქმედი ჩემპიონები გახლდნენ. მაგრამ ამ ფაქტმა "ბენევენტო" ვერ გადაარჩინა, კლუბი სერია A-დან ვადაზე ადრე გავარდა, ამან კი გუნდის პრეზიდენტი ორესტე ვიგორიტო ძალიან გააღიზიანა. ვიგორიტომ ფეხბურთელები მოკრძალებული ავტობუსით ტურინში, "ტორინოს" წინააღმდეგ სათამაშოდ გაუშვა.

"მთელი წლის განმავლობაში თქვენ კომფორტულად მგზავრობიდთ, ვიმედოვნებ, ამჯერად მოკრძალებული ავტობუსით სიარული მოგეწონებათ" - განაცხადა მან.

12 საათიანი მგზავრობის შემდეგ, პიპომ ელიტა დატოვა.

Sportall.Ge

მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სიმონესთვის პიპო მისაბაძი მაგალითი იყო, ახლა კი ყველაფერი დატრიალდა და სამწვრთნელო შტაბში მუშაობისთვის უფროსმა ძმამ უმცროსი ძმისგან უნდა აიღოს გაკვეთილები.

სიმონემ "ლაციო" ხმაურიანი ტრანსფერების გარეშე აათაშა, ევროსარბიელზე დააბრუნა და სხვადასხვა წარმატების მიღწევაში დაეხმარა. მისი მენტორობის დროს გამოჩნდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მილინკოვიჩ-სავიჩი და ჩირო იმობილე, მათ მიაღწიეს წარმატებას ისე, რომ ამაში დიდი ფული არ გადაიხადეს, რაც უმცროსი ძმის კარგ სპეციალისტობას ხაზს უსვამს.

ამჟამად კი სიმონემ სამწვრთნელო კარიერაში ახალი გამოწვევა მიიღო, ის მილანში, "ინტერის" სათავეში მოგვევლინა და 2021/2022 წლებში სწორედ ამ კლუბის წარმატებისთვის იფიქრებს, ჩაინიშნავს და განახორციელებს.

წყარო: sports
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული