"მილანის" აღზრდილმა 20 წლის ფეხბურთელმა სეიდ ვისინმა თავი მოიკლა.
ახალგაზრდას ცხედარი ხუთშაბათს, 3 ივნისს მისსავე სახლში იპოვეს. ფეხბურთელი მეორე დღეს ქალაქ ნოჩერა-ინფერიორეში დაკრძალეს.
ვისინი ეთიოპიაში დაიბადა, 7 წლიდან კი იტალიაში გადაცხოვრდა. ის "მილანის" აკადემიაში თამაშობდა, შემდეგ "ბენევენტოში", მოგვიანებით ფეხბურთს შეეშვა და რესტორანშიც მუშაობდა მიმტანად, ბოლოს ფუტსალის გუნდში გამოდიოდა.
Corriere dello Sport-მა გარდაცვლილის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მოთამაშის გარდაცვალება საზოგადოების რასისტულ განწყობებს დააბრალა.
"ჩვენს ქალაქში ჩემი შვილი ყველას უყვარდა, ისეთი იყო, როგორც სხვები. მის დაკრძალვაზე ბევრი ოჯახი და ახალგაზრდა მოვიდა. ის წერილი
კი ძველი იყო და სუიციდთან არანაირი კავშირი არ ჰქონია,"- უთხრა უფროსმა ვისინმა გაზეთ La Repubblica-ს.
"მილანში" ყოფნისას ოთახში ის ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად ცხოვრობდა.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით