"ლაციოს" ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი გახდა, - იტყობინება რომაული კლუბი თავისი საიტით.
სარიმ "ლაციოსთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე გააფორმა.
ის ადრე "ნაპოლიში", "იუვენტუსსა" და "ჩელსიში" მუშაობდა, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით ევროპა ლიგა მოიგო.
სარის წინამორბედი სიმონე ინძაგი სამუშაოდ "ინტერში" გადავიდა.