38 წლის მეკარე ალექს კორდასი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს, - იტყობინება "ნერიაძური" თავისი საიტით.
მილანურმა" კლუბმა კორდასს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის დეტალები უცნობია.
კორდასი "ინტერის" აღზრდილია, გასულ სეზონში კი "კროტონეში" 36 მატჩში 91 გოლი გაუშვა.