"ინტერმა" უცნაური საშინაო ფორმა წარადგინა [PHOTO]

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე 2021/21 წლების სეზონის ახალი საშინაო კომპლექტიდან ფორმის ფოტო განათავსა.

ტრადიციული შავ-ლურჯი ვერტიკალური ზოლების ნაცვლად, ეკიპირებაზე უცნაური გაფორმებაა, რომელიც მუქ ლურჯ და ლურჯ ფერებშია შექმნილი. შავი ფერისა კი გვერდები და სახელოს ხაზებია. გერბი ოქროს ფერშია, ალბათ, ჩემპიონობის გამო.

Sportall.Ge

კლუბის ტექნიკური სპონსორი ამერიკული კომპანია Nike-ი გახლავთ.

გასულ სეზონში "ინტერი" იტალიის ჩემპიონი 11 წლის შემდეგ პირველად გახდა. გაჩემპიონების შემდეგ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დატოვა, ის კი სიმონე ინძაგიმ შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული