კასანომ თანამემამულე გააკრიტიკა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო ჯანლუიჯი დონარუმას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა.

ანტონიომ თანამემამულე გააკრიტიკა, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა მეკარე დიდებულ კლუბებში არ მიდის.

"თუ ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, რატომ არ არის მიუნხენის "ბაიერნში", მადრიდის "რეალში" ან "ბარსელონაში"? - ციტირებს კასანოს სიტყვებს კრისტიან ვიერის "ტვიტერის" არხი.

"მანუელ ნოიერი 36 წლისაა. თუ ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ჩამოიშოროს გზიდან ტიბო კურტუა და მარკ ანდრე ტერ შტეგენი, თუმცა ის "პარი სენ ჟერმენში" მიდის".

კასანო თვლის, რომ დონარუმა ამ სამ კლუბში უნდა წასულიყო,
რათა პირველობა მიეღო, თუმცა 22 წლის მეკარე პსჟ-ში მიდის, სადაც კეილორ ნავასი ხვდება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული