"ლივერპული" მზადაა ბარელაში 70 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
"ინტერისა" და იტალიის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველ ნიკოლო ბარელას სამსახურით "ლივერპული" დაინტერესდა, - იტყობინება იტალიური "რეპუბლიკა".

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრანსფერის გაჩარხვა პირადად "ლივერპულის" მწვრთნელ, იურგენ კლოპს სურს. "ინტერი" ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგია, მაგრამ ინგლისური კლუბი მზადაა 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, რასაც, შესაძლოა, "ნერაძური" დათანხმდეს კიდეც.

ბარელამ გასულ სეზონში სერია A-ს 36 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ბელგიასთან გოლი გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ