37 წლის ჩრდილომაკედონიელი თავდამსხმელი გორან პანდევი თამაშზე თავის დანებებას არ აპირებს, - იტყობინება ჟურნალისტი "ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".
პანდევმა დამსახურებულ პენსიაზე გასვლა გადაიფიქრა და "ჯენოასთან" კონტრაქტს გაისამდე გააგრძელებს. მას იმედი აქვს, რომ მომავალ სეზონში მატჩებზე დასწრების უფლებას გულშემატკივრებს დართავენ და ეს თამაშში ხელს შეუწყობს.
პანდევი "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, "ჯენოაში" 2015 წლიდან გამოდის, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა - მან გადამწყვეტი გოლი თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუტანა.