უკრაინელი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

AutoSharing Option
25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ვიქტორ კოვალენკო "ატალანტადან" "სპეციაში" გადავა.

კოვალენკო "შახტარიდან" ბერგამოულ გუნდში ამა წლის ზამთარში გადაბარგდა (ატალანტას ტრანსფერი 700 ათასი ევრო დაუჯდა) და მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ტრავმის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და "სპეცია" საიჯარო ხელშეკრულებას შემდეგ კვირაში გაუფორმებს.

კოვალენკომ უკრაინის ნაკრების ღირსება 32 შეხვედრაში დაიცვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცის ყოფილი გუნდელი ხოჭოლავა დღეს საუკეთესო გახდა დანიაში და იმაზე დაწერეთ,ვის აინტერესებს კოვალევკო
მუხო
23:02 25-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული