უკრაინელი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

AutoSharing Option
25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ვიქტორ კოვალენკო "ატალანტადან" "სპეციაში" გადავა.

კოვალენკო "შახტარიდან" ბერგამოულ გუნდში ამა წლის ზამთარში გადაბარგდა (ატალანტას ტრანსფერი 700 ათასი ევრო დაუჯდა) და მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ტრავმის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და "სპეცია" საიჯარო ხელშეკრულებას შემდეგ კვირაში გაუფორმებს.

კოვალენკომ უკრაინის ნაკრების ღირსება 32 შეხვედრაში დაიცვა.