კრისტიან ერიკსენი "ინტერში" მომავალ კვირაში დაბრუნდება

AutoSharing Option
Sky Sport Italia იტყობინება, რომ ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი "ინტერში" მომავალ კვირაში დაბრუნდება.

დანიელი კლუბში მედშემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა თამაშს.

შეგახსენებთ, ფინეთთან ევროპის ჩემპიონატის მატჩისას ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა და ექიმებმა გადაარჩინეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სრულ გამოჯანმრთელებას და კარიერის წარმატებით გაგრძელებას ვუსურვებ.
სოსო
10:53 29-07-2021
0

სიახლეები პოპულარული