Sky Sport Italia-ს ცნობით, დანიელ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს მინიმუმ 2022 წლის თებერვლამდე თამაში აუკრძალეს.
შემდეგ ის მედშემოწმებას გაივლის და თუ ექიმები დაადგენენ, რომ სრულად გამოჯანმრთელდა, შეეძლება "ინტერში" კარიერის გაგრძელება.
შეგახსენებთ, ფინეთთან ევროპის ჩემპიონატის მატჩისას ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა და ექიმებმა გადაარჩინეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა.