36 წლის მცველ ჯორჯო კიელინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა და კლუბი მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს, - იტყობინება Football Italia.
"დასასვენებლად კიდევ რამდენიმე დღე მჭირდება, რათა გასული თვის სიგიჟისგან გამოვერკვე. ორშაბათს უკვე ტურინში ვიქნები და ვარჯიშს შევუდგები, რაც ძალიან მახარებს. სპორტულ შიმშილს განვიცდი და კიდევ რამდენიმე ტიტულის მოპოვება მსურს", - განაცხადა ფეხბურთელმა.
კიელინი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კაპიტანი გახდა. მან იტალიის ნაკრების ღირსება 95 მატჩში დაიცვა.
კიელინი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კაპიტანი გახდა. მან იტალიის ნაკრების ღირსება 95 მატჩში დაიცვა.